12 ფრაზა წარმატების დნმ კოდით

არსებობს ფრაზები, რომლებშიც წარმატება კოდშივეა ჩადებული და მომავალში დაგეგმილ ცვლილებებს განსაზღვრავს. ამ ფრაზების ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება მაშინ, როდესაც ისინი ეკუთვნის ცნობილი ადამიანების გამოცდილებას.

გთავაზობთ 12 საოცარ ფრაზას, რომელიც წარმატებულ ბიზნესს, ცხოვრებას და პოზიტიურ განწყობას შეგინარჩუნებთ. დაიმუხტეთ!

 

  • არ გაუშვათ ადამიანი სალამის გარეშე. (ვ. მონომახი)

ხომ სასიამოვნოა პოზიტივის გაზიარება. მითუმეტეს, ჩვენ ხომ არ ვიცით რა შეიძლება მოყვეს, ამ უბრალო „გამარჯობას“.  #გამარჯობა #გააზიარეწარმატება #გააზიარეპოზიტივი

  • იყო დაკავებული შენი საქმით და არ ერეოდე სხვისაში, ეს არის სამართალი! (პლატონი)

როდესაც აღტაცებული ხართ თქვენი საქმით, ყველაფერი შესაძლებელია.

  • მოაშორეთ დანაკარგი და ჩასვით საქმეში მოგება. (დ. რიკარდო)

კენ ბლანჩარდის თქმით „მოგება - ეს არის ოვაცია, რომელსაც იმსახურებ კმაყოფილი კლიენტებისგან“.

  • მხოლოდ ცოდნა არაფრის ტოლფასია, მისი გამოყენებაა საჭირო. (ციცერონი)

მოგეხსენებათ: „ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების“ (დ.გურამიშვილი)

  • ციხის აღება მთავარი არ არის.. მთავარია ომის მოგება!! (მ. კუტუზოვი)

მაგალითად: დიდგორის ბრძოლა (ძლევაი საკვირველი)- 1121წ 12 აგვისტო.

  • ბედნიერება არ არის არაფრის კეთება. ბედნიერებაა დატვირთული დღის შემდეგ დადგომა და თქმა „მე ეს გავაკეთე“! (მ. ტეტჩერი)
  • ნუ სთხოვთ ღმერთს მარტივ ცხოვრებას, სთხოვეთ თქვენი გაძლიერება. (ჯ. კენედი)

კენედის წიგნიდან „მამაცობის პროფილები“ - პულიცერის პრემია 1957

  • ყოველთვის ამოირჩიეთ რთული გზა, იქ ვერ შეხვდებით კონკურენტებს. :) (შარლ დე გოლი)
  • სირთულე არ არის ახალი იდეები. სირთულე ძველის დავიწყებაა. (დ. კეინსი)

 მე-20 საუკინის ცნობილი ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანადამფუძნებელი.

  • ლოგიკა არ შეისწავლის, არ ქმნის, არ ხსნის. ის განსჯის. (დ. მილლი)

XIX საუკუნის გამორჩეული ინგლისელი ეკონომისტი ჯონ სტუარტ მილი. მილს სჯეროდა, რომ  ლოგიკა არის ყველა მეცნიერების საფუძველი.

  • მუშაობის გარეშე არც ტალანტი არ არსებობს, არც გენია. (დ. მენდელეევი)
  • სიბერის საკვები სიბრძნეა, მოიქეცი ახალგაზრდობაში ისე, რომ სიბერეში მშიერი არ დარჩე. (ლეონარდო და ვინჩი)