მერჩენდაიზინგი

რა არის მერჩენდაიზინგი?

მერჩენდაიზინგი-ხერხების და მეთოდების ერთობლიობაა, ორიენტირებული გაყიდვების გაზრდაზე პროდუქციის სწორი განთავსებით სავაჭრო წერტილზე (საბითუმო, საცალო, ინტერნეტ).

ე.ი. რა არის მერჩენდაიზინგი? ვებსტერის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით "მერჩენდაიზინგი არის სავაჭრო ობიექტზე საქონლის გაყიდვების ორგანიზება და  გაყიდვების მართვა". მაგრამ არესებობს მერჩენდაიზინგის თანამედროვე განმარტება. ალან ველჰოფი და ჟან-ემილ მასონი მორის ჰაიტთან ერთად თანხმდებიან მერჩენდაიზინგის შემდეგ განსაზღვრაზე: "მერჩენდაიზინგი არის პროდუქციის მოძრაობა მომხმარებლისკენ".

მერჩენდაიზინგის ქრისტომატიული განმარტება ეკუთვნის მეცნიერებათა დოქტორ კურტ კეპნერს:

"საჭირო პროდუქცია, საჭირო ადგილას, საჭირო დროს, საჭირო ფასად, საჭირო რაოდენობით".

როდის გაჩნდა მერჩენდაიზინგი? სავარაუდოდ მერჩენდაიზინგის ჩამოყალიბების დროდ ითვლება საცალო გაყიდვების წარმოშობა, როცა პირველი მოვაჭრეები ცდილობდნენ მომგებიანი განლაგებით წარმოეჩინათ პროდუქცია, ეს იყო დრო როცა მოვაჭრეები აპრიალებდნენ პროდუქციას მტვერისგან და ალაგებდნენ პირამიდის ფორმით, რომ უფრო შესამჩნევი ყოფილიყო. პირამიდის ფორმით პროდუქციის წარმოდგენა დღემდეა შენარჩუ-ნებული მერჩენდაიზინგში და ითვლება ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად. 

 არსებობს მერჩენდაიზინგის ხუთი ფუნქცია:

  • მარაგები - ეს არის პროდუქციის ოპტიმალური რაოდენობა სავაჭრო ობიექტის დარბაზში და საწყობში
  • განლაგება - პროდუქციის განლაგება სავაჭრო დარბაზში
  • წარმოჩენა - პროდუქციის ისეთი სახინ განთავსება, რომ მიმზიველი იყოს მომხმარებლისთვის
  • ინფორმაციის შეგროვება - კონკრეტული სავაჭრო ობიექტების და კონკურენტების აქტივობებზე ინფორმაციის შეგროვება
  • ურთიერთობის წარმოება - მოლაპარაკებების წარმოება მოცემული სავაჭრო ობიექტების მენეჯმენტთან

"ვიღაც თავის სამუშაოს კარგად ასრულებს , ვიღაც ისე რა, მაგარამ მთავარი მსაჯული არის შედეგი".

 

რა სარგებელი მოაქვს მერჩენდაიზინგს?

საქონლის და მომსახურების სიმრავლის ეპოქაში თანამედროვე მაღაზიის ეფექტური ფუნქციონირება შეუძლებელია სავაჭრო დარბაზში მოსახერხებელი და მარტივი ნავიგაციის გარეშე. მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად თაროზე პროდუქცია უნდა იყოს წარმოდგენილი თემატურად და მკაცრი თანმიმდევრობით. 

ამგვარად, პროდუქციის და მასთან დაკავშირებული სარეკლამო მასალების სწორი განთავსება (ბროშურა, პლაკატი, ტესტის ნიმუში, აქციები და ა.შ.) აცნობს მომხმარებელს პროდუქციის შესახებ და გავლენას ახდენს საბოლოო შეძენის გადაწყვეტილებაზე. საქონლის ადვილი ხელმისაწვდომობა მომხმარებლისთვის მერჩენდაიზინგის პირველი ამოცანაა. 

მერჩენდაიზინგს მოაქვს შემდეგი სარგებელი:

  • თაროს სივრცის ოპტიმიზაცია
  • საქონლის ერთიანი განლაგების ფორმატი 
  • საქონლის მარაგების არსებობის გარანტია სავაჭრო ობიექტის დარზბასა და საწყობში
  • დარბაზის ეფექტური დაგეგმარება
  • ობიექტის კონკურენტუნარიანობა
  • სავაჭრო ობიექტის პრიორიტეტული პროდუქციის რეალიზაცია
  • უადვილებს მომხმარებელს სასურველი პროდუქტის პოვნის საშუალებას
  • მომხმარებლის ობიექტში ყოფნის დროის ზრდა
  • პროდუქცია იყიდება მეტი

მერჩენდაიზინგის ყველა სტანდარტის დაცვა გარანტირებულად ზრდის გაყიდვებს 15-30%-მდე.

 

რას გთავაზობთ ჩვენ?

ჩვენი კომპანიის მერჩენდაიზინგის სამსახურის პროგრამა ეფუძნება პროდუქტის განვითარების ეფექტურ და დახვეწილ ორგანიზებას, რომლის მთელი პროცესი აგებულია სავაჭრი მარკეტინგის სტანდარტებზე. ჩვენ შევიმუშავებთ მერჩენდაიზინგის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც თქვენი კონკრეტული ბიზნესის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პლანოგრამების შექმნა 
  • საპროდუქტე ჯგუფების ზონირება 
  • კატეგორიების  განლაგება თემატურობის  მიხედვით 
  • თაროზე პროდუქციის წარმოდგენა პლანოგრამის მიხედვით 
  • მომხმარებლის ნაკადის მიმართულების შექმნა 
  • მერჩაუდიტის ჩატარება და ანალიზი 
  • სარეკლამო მასალებით აღჭურვა 
  • მერჩენდაიზერების ტრენინგი 
  • მერჩენდაიზერების სამუშაო გრაფიკების შექმნა 

მერჩენდაიზინგის მიზანი არის ბევრად უფრო ფართო და მიმართულია არა მხოლოდ სავაჭრო დარბაზის სივრცის ოპტიმიზაციაზე, არამედ პროდუქციის განვითარებაზე და ლოალური მომხმარებლის აუდიტორიის შექმნაზე.

 

ყველა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ ერთისკენ - გავზარდოთ თქვენი გაყიდვები.

 

                                         მოგება მოაქვს მხოლოდ გაყიდვებს!