5 სტერეოტიპი თანამშრომლის თავში, რომელიც მოსაშორებელია

#1. დაძაბულობა. თანამშრომელს, რომელსაც სულ ეშინია ჩხუბის ან დასჯის გამოიყურება შესაბამისად. დაძაბულობა გამოიხატება - გამომეტყველებაში, მოძრაობებში, ხმაში. ეს გრძნობა გადაეცემა იმას, ვისაც ესაუბრება - კლიენტს. უნდა ვეცადოთ თანამშრომელი შეძლებისდაგვარად კომფორტულად გრძნობდეს თავს.

#2. ირონია. ჩვენ მივეჩვიეთ ირონიას. ის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ გზით ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს გარემოსგან, რომელშიც არაფერი კარგი გვეგულება. ეცადეთ მოიპოვოთ თანამშრომლების ნდობა, ამ შემთხვევაში უფრო გულწრფელები და მეგობრულები იქნებიან კლიენტების მიმართ.

#3. კრიტიკა. თავდაცვის მიზნით ჩვენ სხვების უარყოფით მხარეებს წინ წამოვწევთ. სამწუხაროდ ქვეცნობიერებაში არის მტკიცებულება, რომ სხვების მიღწევები ჩვენზე ცუდად აისახება. ამიტომ დაცვა გამოიხატება ცხვებისკრიტიკაში და ყველაფერ ახალზე უარის თქმა.

#4. მოუთმენლობა. იმის გამო, რომ არ გვჯერა მომავლის გვსურს „ახლა და ყველაფრი“. სამწუხაროდ გრძელ ვადიანი გეგმები არ არის დამახასიათებელი დღევანდელი დღისთვის. გაუძლო თანამშრომლების სულსწრაფობას რთულია, მაგრამ თქვენ შეძლებთ.

#5. უმწეობა. რეალობაში საკუთარ, განსხვავებულ აზრს არავინ აფასებს, ხალხის უმეტესობა მიეჩვია ფიქრს „როგორც იტყვიან“ და დაკარგეს შესაძლებლობა და აზროვნბის სურვილი. ისინი აკეთებენ - რასაც უბრძანებენ და გაურბიან „თვითმოქმედებას“. „ვაუ-სერვისის“ აზრით ასეთი მიდგომა არის გზა კატასტროფისკენ.