7 ფრაზა, რომლითაც მალევე ამოიცნობთ მანიპულატორს

მანიპულატორების უმეტესობა თავს გამოაჩენს წყნარ და საყვარელ ადამიანებად. ისინი იყენებენ ბევრ ხერხს, რათა ყურადღება გადაიტანონ და დამალონ თავისი ნამდვილი სახე. ამ სტატიაში მოგიყვებით 7 ფრაზის შესახებ, რომლის გაგებისას უნდა დაეჭვდეთ. ეს ფრაზები გასცემენ იმ ადამიანს, რომლისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ.

#1 „არ ყოფილა ასეთი“, „მოგეჩვენა“, „გაგიჟდი?“. ეს ფრაზები იმისთვისაა შექმნილი, რომ შეაფერხოს და გააუქმოს თქვენი წარმოდგენა რეალობაზე. თქვენ ეჭვი შეგეპარებათ თქვენი პრეტენზიების ადეკვატობაში. ამ ფრაზით მანიპულატორი შეძლებს თქვენს დარწმუნებას პრეტენზიების უაზრობაში.

#2 „მუდამ უკმაყოფილო ხარ“, „სრულიად არაფერი არ გაწყობს“. ასეთ ავტომატურ პასუხს თქვენ იღებთ მანიპულატორისგან თქვენს ადეკვატურ პრეტენზიაზე, რომ მისი საქციელი მიუღებელია. იმის ნაცვლად რომ პრობლემის გადაჭრის გზა იპოვოს მანიპულატორი თქვენ გაბრალებთ ყველაფერს.

#3 „ესე იგი შენ იდეალური ხარ?“ ან „ანუ შენი აზრით ცუდი ვარ?“. ასე მანიპულატორს უნდა გადააკეთოს თქვენი აზრები და მიიყვანოს აბსურდამდე. მას უნდა გადააკეთოს თქვენი განცდები და ემოციები და აქციოს ისინი ხასიათის დანაკლისად და დაგარწმუნოთ თქვენს არა ადეკვატობაში. საბოლოოდ თქვენ გრძნობთ თავს დამნაშავედ.

#4 „მე კარგი ადამიანი ვარ“, „შეგიძლია მენდო“, როდესაც ადამიანი ზედმეტად მკაცრად გარწმუნებთ, რომ შგიძლიათ ენდოთ მას, ფრთხილად იყავით. ხალხს რომელთაც აქვთ ძალადობისკენ მიდრეკილება ხშირად უნდათ, რომ გამოაჩინონ თავი კეთილ და სანდო ხალხად. თავისუფლად შეუძლიათ გამოაჩინონ თანადგომა და გაგება, თუმცა დროის მანძილზე გამოაჩენენ თავის ცინიკურ, ნამდვილ სახეს.

#5 „როგორ არ გრცხვენია?“ ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა. თუმცა მისი გაგება ნორმალური ხალხისგანაცაა შესაძლებელი. მანიპულატორისგან ეს ფრაზა სხვანაირად ჟღერს, ისინი ცდილობენ გააქრონ თქვენში თავის პატივისცემა. ამ ხერხით თვითშეფასებას ამცირებენ.

#6 „ყველაფერს დიდ ყურადღებას აქცევ“. ასე მანიპულატორი გარწმუნებთ რომ პარანოიასთან ახლოს ხართ. ამისთვის ისისნი სხვადასხვა ნიშნებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ მომავალში ამ პანიკაში თქვენვე დაგარწმუნონ. შედეგად თქვენ გამოიყურებით როგორც გიჟი. მანიპულატორმა კი შეიძლება გახადოს ადამიანი უბედური და დაუცველი.

#7 „ვერვიტან დრამებს“, „ზედმეტად მგრძნობიარე ხარ“. მანიპულატორი ამახვილებს ყურადღებას თქვენს მინუსებზე, ხოლო შემდეგ ამატებს იმას,  რაც მოწონდა ადრე თქვენში.

ისინი სპეციალურად მიდიან პროვოკაციებზე, როდესაც ახდენთ რეაგირებას, თქვენ გადანაშაულებენ. მანიპულატორების აზრით ყველა მათი კოლეგა, მეგობარი თუ უკმაყოფილო მომხმარებელი გიჟი, დეპრესიული და არაადეკვატურია. თავი აარიდეთ ასეთ ხალხს, თუნდაც მომხმარებლები იყონ.