8 ხერხი გაყიდვების შესანარჩუნებლად წელიწადის ნებისმიერ დროს
ნებისმიერი მოთხოვნის შემცირება შეიძლება გახდეს შესაძლებლობების პიკი. მთავარია ყველაფრის სწორად ორგანიზება. იმის შესახებ, თუ რა იყიდება სეზონის მიუხედავად, რომელი ფასდაკლებები მივიჩნიოთ სწორად და საერთოდ როგორ გავყიდოთ ყველაფრის მიუხედავად - იხილეთ ჩვენს სტატიაში.
#1. ასორტიმენტის კორექტირება
კონკრეტული პერიოდის დროს, კომპანია არ უნდა ცდილობდეს იმის გაყიდვას, რაც ზოგადად ცუდად იყიდება. ყურადღება უნდა გამახვილდეს სეზონის ხიტებზე: ზაფხულში მარკეტებმა უნდა გამოაჩინონ - ნაყინი, ცივი წყალი, ბურახი. აფთიაქებმა - კოღოებისგან დამცავები, რუჯის კრემები, კუჭის წამლები და სხვა.
გასათვალისწინებელია, რომ პოპულარულ პროდუქტებზე კონკურენცია გაიზრდება. ამიტომ მნიშვნელოვანია მიმწოდებლის პოვნა კარგი ფასებით, ასევე მარკეტინგული სვლების გამოყენება კარგი იქნებოდა. დაწყება მერჩენდაიზინგიდან შეიძლება, განათავსეთ ეს პროდუქტები ლამაზად, თვალსაჩინო ადგილას.
#2. ბიზნესის დივერსიფიკაცია
ეს არის გაყიდვადი პროდუქტების დამატება. დავუშვათ, კომპანია რომელიც ყიდის კომპიუტერებს ზაფხულში ასორტიმენტში ამატებს კონდინციონერებს, ვინტელატორებს და სხვა კლიმატურ მოწყობილობებს. სათხილამურო კურორტები აქტიურად სთავაზობენ თავის სასტუმროებსა და რესტორნებს - ქორწილების, კორპორატივების ან ტრეინინგების ჩასატარებლად.
#3. სეზონური გაყიდვები
ცოცხალი ფულის ქონა ნამდვილად ჯობია ძვირიანი პროდუქციის ქონას თაროებზე. მხოლოდ დიდი ფასდაკლებით და კარგი შემოთავაზებით, თქვენ შეძლებთ გაყიდოთ არასეზონური პროდუქცია. მაგალითად სათხილამურო მაღაზიები ფასს აკლებენ - ზამთრის ფეხსაცმელს, ტყავის ქურთუკებს და სხვა.
#4. სპეციალური შემოთავაზებები
ადამიანი უფრო მალე იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც მისთვის სასურველ პროდუქტს მოყვება რაიმე იშვიათი ბონუსი, მთავარია შეძენილი ნივთი იყოს ნაყიდი „მკვდარ“ სეზონამდე. მაგალითად ერთმა უცხო ენების სკოლამ გააკეთა 3 კურსი 1-ის ფასად, იმისთვის ვინც იყიდიდა პროგრამას 2015 წლის მაისამდე. პროგრამა ითვალისწინებდა 4 თვეს, ამდენად მაისიდან აგვისტომდე მათ ხალხი ეყოლებოდათ. ამ გზით ისინი გადაურჩნენ „მკვდარ“ სეზონს. ამ დროს ადამიანი მარტო არ ივლის, აუცილებლად წამოიყვანს თავის მეგობარს, ხოლო სკოლას ამ დროს არანაირი დანაკარგი არ აქვს. მასწავლებლების ხელფასი ხომ საათებით ითვლება და არა მოსწავლეების რაოდენობით.
#5. პრომოაქციების ორგანიზება
კომპიუტერების გამყიდველმა ყურადღება მიაქცევინა თავისი საიტისთვის პარიზში მოგზაურობის გათამაშებით. ბილეთები მოყვებოდა შეძენილ ნივთებს, ხოლო შედეგები საიტზე იტვირთებოდა. ტურისტულ სააგენტოსთან მოლაპარაკება რთული არ აღმოჩნდა, რადგან შემოდგომაზე მათ ეწყებათ „არასეზონი“.
#6. შეჯიბრი და გამყიდველებისთვის სწავლა
თუ განვიხილავთ „მკვდარ“ სეზონის, როგორც ცალკე პროექტს, მნიშვნელოვანია გაყიდვების მენეჯერებისთვის მოტივაციის შექმნა. ჩამოსაყალიბებელია მიზანი, ბონუსების შეპირება და გამარჯვებულების შექება. ამასთანავე მიზნების მიღწევა რეალური უნდა იყოს, ხოლო ბონუსები მიმზიდველი.
ეს ძირითადად ზაფხულის თვეებში ხდება. ზაფხულის სიჩუმე ყველაზე კარგი დროა პერსონალის სწავლებისთვის,რადგან ტრეინინგები ხელს არ შეუშლიან ყოველდღიურ სამსახურში. ცუდი არ იქნებოდა შვებულებაშიც გასულიყვნენ და ახალ სეზონს ახალი ძალებითა და იდეებით შეხვედრილიყვნენ.
#7. ახალი პროდუქტის გაშვება
ადვილი შესამჩნევია, რომ ზუსტად ივლისსა და აგვისტოში ხდება ახალი პროდუქტების დამატება. ეს დრო გამოირჩევა, რადგან ახალი ინფორმაციის დეფიციტის გამო ადამიანი უფრო აქცევს ყურადღებას ახალ და საინტერესო პროდუქტს, მითუმეტეს, თუ მას მოყვება ბონუსები და საინტერესო შემოთავაზებები. ეს კარგი ხერხია „მკვდარ“ სეზონთან საბრძოლველად.
არასეზონურ ფასდაკლებებიბში არის დადებითი მხარე. მომავალში შეგეძლებათ პროდუქტზე ფასის აწევა. ზაფხულის გაყიდვები უნდა იყოს განხილული, როგორც პილოტური პროექტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოაჩინოთ სიახლე და შეიტანოთ ცვლილებები, თუ საჭიროა.
#8. მაღალი სეზონისთვის მომზადება
სეზონური გაყიდვების შემცირების პრობლემა, შესაძლოა გახდეს კარგი შესაძლებლობა.თუ პროგნოზი აჩვენებს, რომ აქციები და ბონუსები ვერ მოიტანენ სასურველ შედეგებს, არ დახარჯოთ ამაზე დრო, ჯობია მთელი ძალებით შეუდგეთ მომავალი ცხელი სეზონისთვის მომზადებას, რომელიც აუცილებლად დადგება.