ბრენდის ლოიალურობის პროგრამა: 7 ეფექტური მაგალითი

Amazon prime

ეს პროგრამა არის ერთ-ერთი დიდი ინტერნეტ მაღაზია, რომელიც ყველანაირად ცდილობს მიიზიდოს კლიენტები. პროგრამის აზრი მდგომარეობს შემდეგში: მყიდველს ორი დღისგანმავლობაში აწვდიან ინტერნეტში შეძენილ ნივთს, სრულიად უფასოდ. ამასთანავე თუ კლიენტს სასწრაფოდ სურს ნაყიდი ნივთის მიღება, ის იხდის მინიმალურ თანხას ამისთვის. ბევრი ფიქრობს, რომ კამპანია ამ პროგრამაზე ძალზედ ბევრ ფულს ხარჯავს, თუმცა თუ სხვა პროგრამებიდან წელიწადში ყიდულობენ 600$-ს Amazon prime-დან 1500$. დამეთანხმებით, ასე თუ გაგრძელდა კომპანია ყველანაირ დანაკარგს დაფარავს უახლოეს მომავალში.

 

Common Threads Initiative (Patagonia)

Patagonia არის ბრენდი, რომელიც წარმოადგენს ექსტრიმალური პირობებისთვის შექმნილ ტანსაცმელს. 2011 წელს კომპანიამ Ebay-თან ერთად გაუშვა ლოიალურობის პროგრამა ბრენდთან სახელად - Common Threads.  შინაარსი ის იყო, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ გადაეყიდათ შეძენილი ტანსაცმელი ერთმანეთისთვის მარკით Patagonia. ტანსაცმელი მეორედი იყო, თუმცა კარგი ხარისხის. ხალხი, რომელიც იძენს ამ მარკით ტანსაცმელს, თვლის თავს ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტად. ნამდვილად კარგი მოფიქრებაა!

 

Boloco Card

Boloco - ამერიკული რესტორნების ქსელია. მთელი ლოიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შეკვეთის მიცემის დროს, როდესაც თანხა ცდება 50$ კლიენტს აძლევენ შესაძლებლობას ამოირჩიოს ერთი ნებისმიერი კერძი უფასოდ. ამ ფუნქციას არ აქვს არც ვადა, არც ქულები, არც დამღლელი ბარათები. ნუ ღლით თქვენს კლიენტებს:)

 

Virgin Atlantic Flying Club

გაიხსენეთ, საზღვარგარეთ წასვლისას, როგორ ვიღლებით იმაზე ფიქრით, თუ როგორ მოვახდინოთ ორგანიზება მოგზაურობას. კამპანიამ Virgin Atlantic Flying Club იზრუნა ამაზე. პირველ ეტაპზე აქ შეძენილ ბილეთს მოყვება Red Club-ში გაერთიანება ხოლო შემდეგ Silver Club-ში. შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: ტრანსპორტის დაქირავებისას, მგზავრობისას, საცხოვრებლად გაჩერებისას მომხმარებელი აუცილებლად მიიღებს საშეღავათო პირობებს არა მარტო 50% ფასდაკლების სახით. ეს აუცილებლად იქნება “მილების” დაგროვება, უფასო პარკირება, განთავსება აეროპრტის სასტუმროებში, ურიგოდ რეგისტრაცია რეისზე, პრიორიტეტულად თვითმფრინავის დატოვება, “ლაუნჟ” ზონაში რეისის ლოდინი დამატებითი სერვისების გამოყენებით, როგორიც არის ძვირიანი ალკოჰოლური სასმელების მირთმევა და სარელქსაციო მასაჟი.

 

American Express Plenty Program

2015 წელს კამპანიამ American Express-მა  შექმნა პროგრამა - Plenty.  ის ერთად ათავსებს ყველა პარტნიორებთან დაგროვილ ქულებს, შესაბამისად ამ ქულების მოხმარება შეიძლება ნებისმიერ გათვალისწინებულ მაღაზიაში. ხოლო დანახარჯებს ფარავს პარტნიორებთან ურთიერთობა, რადგან ეს ყველასთვის საინტერესოა.

 

Yummy Rummy Sweepstakes (Grub Hub)

Grub Hub წამოადგენს ინტერნეტ მაღაზიას კვებისთვის. მან შექმნა პროგრამა Yummy Rummy Sweepstakes, რომელიც რამდენიმე შეკვეთის შემდეგ სთავაზობს კლიენტს თამაშს, მოგების შემთხვევაში შეუძლია ამოირჩიოს ერთი კერძი საჩუქრად, წაგების შემთხვევაში - არაფერს კარგავს. რადგან სულ 4 ბარათია, რომლისგანაც ერთი მომგებიანია, მოგების შანსი საკმაოდ დიდია. დააინტერესეთ თქვენი მომხმარებლები!

 

Apple

აქ ლოიალურობი სპროგრამა ბრენდთან არ არსებობს. მიუხედავად ამისა კლიენტების რაოდენობა უსასრულოა.

Apple-ის საიდუმლო: როდესაც ადამიანი ყიდულობს ამ ფირმის რაიმე ნივთს, ის არ აღიქვამს მას, როგორც უბრალო საგანს, მისთვის ეს ცხოვრების სტილია. ასეთი გზით ცდილობს აჩვენოს, რომ არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, ის სხვანაირია, მას აქვს „ვაშლი“!

Apple-ისკ ონცეპტის სულისჩამდგმელი გაი კავასაკი ამბობდა: “ბრენდის ერთგულება გრძელვადიანი და ნებაყოფლობითია. სწორი აქცენტების დასმის შემთხვევაში, როცა ჩვენ ვთაბაზობთ მომხმარებელს არა ნივთს, არამედ ცხოვრების გამორჩეულ სტილს, ბრენდის დანარჩენი ლოიალურობის პროგრამა შეგიძლიათ უბრალოდ დაივიწყოთ.”