როგორ გაზარდო გაყიდვები და გახადო ის ეფექტური
არსებობს უამრავი ხერხი, იმისთვის რომ გაზარდო გაყიდვები, მაგრამ ყველა მათგანი ეფექტური არაა ყოველი მაღაზიისა და შემთხვევისთვის. აუმრავი რჩევისგან გამოვავით 6 ხეხხი, რომელიც ერგება ყველა მაღაზიას, განურჩევლად ფორმატისა.
1. ასორტიმენტი. ფართო ასორტიმენტი - ბევრი კლიენტი. მნიშვნელოვანია ასევე ხარისხიანი ასორტიმენტის ქონა. თავიდან საჭიროა კარგად შეისწავლოთ ის პროდუქტი, რომელსაც კონკურენტები სთავაზობენ ამ სფეროში, რათა უკეთესი ხარისხის პროდუქტი შესთავაზოთ, ან სრულიად გამორიცხოთ კონკურენცია სხვა პროდუქტის შეთავაზებით. და მართლაც, რა საჭიროა ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გახსნა, იქ სადაც უკვე 5 ასეთი მაღაზიაა, უფრო მომგებიანი არ იქნება აფთიაქის გახსნა? თანაც 24 საათიანის.
2. ფასების პოლიტიკა. ამისთვის კარგი და სანდო მომწოდებლების პოვნაა საჭირო. საუკეთესო კი, თვით შემქმნელთან სჯობს საქმის დაჭერა, თუ ეს შესაძლებელია. ასევე ხარჯების შემცირებაა კარგი აზრი. მაგალითად ძვირიანი რეკლამის არ გაკეთება, მაგრამ დაბალი ფასის შენარჩუნება. ეს საუკეთესო გზაა კლიენტების შესანარჩუნებლად.
3. რეკლამა არ გჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ კარგი ხარისხის პროდუქტი მისაღებ ფასში გაქვთ. კლიენტები თავად გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ახლობლებში. ეს იქნება საუკეთესო რეკლამა. მიზანი არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ ახალი მომხმარებლების მოპოვებას, არამედ უნდა გავხადოთ ისინი მუდმივი მომხმარებლები. მომავალში ეს კარგად აისახება გაყიდვებზე.
4. ბევრია დამოკიდებული გამყიდველზე. ზრდილობიანი პერსონალი - გავრცელებული მიზეზია ახალი პროდუქტის საყიდლად დაბრუნებისა. დაბალი ფასები და კარგი ხარისხი შეიძლება ბევრს ჰქონდეს, მაგრამ ზრდილობიანი და მეგობრული პერსონალი უკვე სასიამოვნო პლუსია.
5. პროდუქტისა და ხელობის გაყიდვა. ასორტიმენტში პროდუქტის გარდა შესაძლებელია კომფოტის დამატება. მაგალითად: მიტანა, სხვადასხვა ხერხით გადახდა და ა.შ.
6. ფასდაკლებები და აქციები. აქ უკვე ფანტაზია შეგვიძლია გამოვიყენოთ: სამი ორის ფასად, ფასდაკლებები პროცენტებში, გათამაშებები, სადღესასწაულო აქციები, ფასდაკლების ბარათები.