5 ბრძნული ციტატა სარკაზმით მარკ ტვენისგან
ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის „მამა“ - მარკ ტვენი ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი იუმორის გრძნობით, ის ყველას საყვარელი მწერალია. ეს 5 ციტატა უეჭველი მოგეწონებათ! შესაძლებელია ნოსტალგიის გრძნობაც კი გაგიჩინონ და მოგინდეთ მისი გენიალური ნაწარმოების გადაკითხვა.
1. როგორც კი მისცემ შენს თავს სიტყვას, რომ აღარაფერს გააკეთებ, მალევე მოგინდება ამის გაკეთება.
2. არაფერია იმაზე უფრო გამაღიზიანებელი, ვიდრე კარგი მაგალითი.
3. იმან, ვინც არ იცის სად მიდის, ძალზედ გაუკვირდება, როდესაც სხვაგან მოხვდება.
4.კლასიკა - ეს არის ის ვინც ყველამ უნდა წაიკითხოს, მაგრამ არავინ კითხულობს.
5. ხშირად ყველაზე კარგი ხერხი, რომ დააბნიო ადამიანი არის უბრალოდ უთხრა მას სიმართლე.