კონკურენტთა ფასების მონიტორინგი: 4 იდეა
კონკურენტთა ფასების მონიტორინგს, ადრე თუ გვიან, ატარებს ყოველი კომპანია. ეს აუცილებელია ბაზარზე საორიენტაციოდ. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულოთ ეს დაკვირვება და არ გახდეთ ტყუილის მსხვერპლი, გაეცნობით ჩვენს სტატიაში.
სიტუაცია #1. ჩვეულებრივი მონიტორინგი
განვიხილოთ მონიტორინგის კლასიკური სიტუაცია.
დავუშვათ, რომ ქართული კომპანიის თანამშრომლები ვართ. მმართველმა მოგვცა დავალება: თვეში ერთხელ, მონიტორინგის ჩატარება ორ-სამ ძლიერ კონკურენტთან.
თქვენ იფიქრებთ- „რა არის აქ რთული?! დავრეკავ როგორც მყიდველი და ვკითხავ ფასებს.“ მართალიც იქნებით, თუმცა ეს ხერხი ერთჯერადად გამოსადეგია. ბევრი დარეკვის შემდეგ თქვენი ხმა ცნობილი გახდება. კარგ შემთხვევაში ვერაფერს მიიღებთ. ცუდში მოტყუებული დარჩებით და ამ ინფორმაციის მიხედვით, ხომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ.
დავალების შესასრულებლად, ჩვენ სქემა შევიმუშავეთ. უპირველეს ყოვლისა მოვემზადოთ: შევქმნათ ახალი ელექტრონული ფოსტა და დავარეგისტრიროთ ახალი ნომერი. რისთვის გვჭირდება ნომერი? იმისათვის რომ არ იყოს არსად დარეგისტრირებული და თქვენი კომპანიის საიტზე მითითებული.
შემდგომ ვარჩევთ სახელს რომლითაც გავეცნობით კონკურენტებს. უმჯობესია სხვა, უკვე არსებული კომპანიის სახელის თქმა, რომელიც სხვა ბიზნესით არის დაკავებული. არ ღირს დიდი კომპანიისგან სახელის სესხება, ეს საეჭვო იქნება.
ამის შემდეგ ვათავსებთ განცახადებას პოპულარულ საიტებზე „შევისყიდი...“ და ვათავსებთ შექმნილ ნომერსა და სახელს. ეს ყველაფერი იმისთვისაა რათა ყველანაირად დავარწმუნოთ კონკურენტები, რომ ნამდვილი მყიდველები ვართ.
!! არ დაიწყოთ რეკვა. დაიწყეთ მიწერით, რადგან დარეკვა სულ ბოლო საქმეა.
სიტუაცია #2. პრაისი
ხშირად გვხვდება პრაის ლისტი კონკურენტების საიტზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი გამოყენება ადვილია. ხშირად არის ძალიან ბევრი პროდუქტის დახასიათება, მათი დამახსოვრება ძალზედ რთულია, ძირითადად ისიც შეუმჩნეველია, თუ როდის განახლდა ბოლოს.
ამის გამო მოგიწევთ ყოველ დღე ამ საიტის გადამოწმება და ყურადღებით დაკვირვება იმაზე, შეიცვალა თუ არა რამე. ამ შემთხვევაში დაგვეხმარება თანამედროვე გამოგონებები, როგორიცაა WebSite-Watcher-ი და სხვა მსგავსი პროგრამები. ეს პროგრამა ზუსტად იმისთვისაა გამოგონილი, რომ მარტივად ადევნოთ თვალი ყველანაირ ცვლილებას, რომელიც საიტზე მოხდა.
სიტუაცია #3. ინტერნეტ-მაღაზია
ხშირად ხდება, როდესაც საიტზე პრაისის ნაცვლად მარტივად და კომფორტულად არის ინტერნეტ მაღაზია. გვერდების რაოდენობა ასეთ მაგალითზე უსაზღვრო შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა ერთი ადამიანი ამ სამუშაოს ვერ მოერევა ხოლო ცალკე ხალხის დაქირავება ამ საქმისთვის ზედმეტ დანახარჯს მოიტანს. აქაც დაგვეხმარება უკვე ნახსენები WebSite-Watcher-ი და სხვა მსგავსი პროგრამები. პროგრამას გააჩნია სასარგებლო ფუნქცია -მიუთითებთ დროს (მაგალითად თვე) და ამ თვის განმავლობაში ის გიჩვენებთ თუ რა ცვლილებები მოხდა საიტზე.
სიტუაცია #4. საცალო ქსელის აუდიტი
კიდევ ერთი რთული ობიექტი მონიტორინგისთვის არის საცალო მაღაზია (სუპერმარკეტი, ჰიპერმარკეტი). ყველაფრის მიუხედავად ამ სიტუაციიდანაც რთულია ინფორმაციის ამოღება. სირთულე ძირითადად თანამშრომლებშია, რომლებიც არანაირად ხელს არ შეგვიწყობენ ამ გამოძიების ჩატარებაში.
დიდი ქსელების ადმინისტრაცია ძირითადად კრძალავს სურათებისა და ვიდეოების გადაღებას, ხოლო ადამიანის მეხსიერება ჯერჯერობით არ არის ისეთი ძლიერი, რომ ათასობით პროდუქტი დაიმახსოვროს.
ამ შემთხვევაში შეგიძლიათ წახვიდეთ თქვენ და თქვენი მეგობარი გაიაროთ მაღაზიაში და თითქოს უბრალოდ აღნიშნოთ პროდუქტების „+“ და „-“ , ხოლო საუბარი ჩაიწეროთ. ვერავინ ვერაფერს შეამჩნევს, რადგან ასეთი უამრავი ადამიანი გადაადგილდება მარკეტში, თუმცა არ ღირს ამ დაკვირვების მარტო ჩატარება, რადგან ერთი ადამიანი, რომელიც თავისთავს ელაპარაკება დიდ ჰიპერმარკეტში საეჭვოდ გამოიყურება. არ მეთანხმებით?! :)