ფრაზები, რომლის დახმარებითაც იტყვით „არა“-ს ელეგანტურად
ცოტა ჩვენთაგანს შეუძლია პასუხი „არა“-ს გაცეა სხვადასხა ხალხის თხოვნებზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ გვეშინია თავი უხერხულად ვიგრძნოთ. ის აზრი, რომ ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება არ დააკმაყოფილოს გარემოცვაში მყოფი ხალხი გვიქმნის დისკომფორტს.
სინამდვილეში ეს შიში ძალიან გაზვიადებულია, და ხალხს მოწონთ ისინი, ვისაც შეუძლია „არა“-ს თქმა. მოგიყვებით თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს მკაცრად და ელეგანტურად.
ჩვეულებრივ ვამბობთ „კი“-ს, შემდეგ ვნერვიულობთ დღეები და თვეები, იმისათვის რომ ვთქვათ არა და წამიერად მოვხვდეთ უხერხულ სიტუაციაში. საჭიროა იმის უარყოფა რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. იმისათვის რომ ისწავლოთ „არა“-ს თქმა საჭიროა რამდენიმე პრინციპი.
პრინციპი 1. გააცალკევეთ გადაწყვეტილება ურთიერთობისგან: „არა“-ს თქმით ჩვენ ვუარყობთ არა ადამიანს, არამედ მის იდეას.
პრინციპი 2. იყავით ენაწყლიანი: არ არის საჭირო სიტყვა „არა“-ს გამოყენება უარყოფისას.შეიძლება ვთქვათ მაგალითად ასე: „სამწუხაროდ დაკავებულობა არ მაძლევს ამის საშუალებას.“ ფსიქოლოგები თვლიან, რომ საუკეთესო უარყოფაა ჩინური - „კი, ამის გამოც...“ თქვენ არ ეუბნებით კლიენტს ან პარტნიორს „არა“-ს, თქვენ არ ეუბნებით „მაგრამ“-ს. თქვენ ეთანხმებით მის შემოთავაზებას, თანაც აყენებთ პირობას - ისეთს, რომელიც შემოთავაზებას გახდის თქვენთვის მომგებიანს. თუ ის წავა ამაზე, თქვენ მოგებაში დარჩებით. თუ არა - მაშინ ამ „არა“-ს ეტყვის პარტნიორი თავის თავს.
პრინციპი 3. ყურადღება უნდა გაამახვილოთ კომპრომისზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანი, რომელმაც გააკეტა შემოთავაზება, ასე თუ ისე პირველ რიგში გამოდის თავისი ინტერესებიდან და არა თქვენიდა.
პრინციპი 4. გახსოვდეთ რომ მკაცრი „არა“ ყოველთვის სჯობს თავდაჯერებულობის გარეშე ნათქვამ „კი“-ს.