ეფექტური წესები ბიზნეს ურთიერთობისთვის
თუ ადამიანს უნდა ბიზნესში წარმატებების მიღწევა, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ურთიერთობის ფსიქოლოგია. ბევრი იტყვის, რომ ეს მარტივი საქმეა. თუმცა ცოტაა, მხოლოდ ამ წესის ცოდნა საჭიროა მისი პრაქტიკაში გამოყენება. რა არის ბიზნეს ურთიერთობა? ის ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ყოველდღიური ურთიერთობა ორ ან მეტ ადამიანს შორის.
თუ თქვენ შეძლებთ ხარისხიანად მიართვათ ინფორმაცია გასაუბრებებზე, იმ ხალხისთვის, ვისთვისაც ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაშინ თქვენ გექნებათ განსაკუთრებული პრივილიგიები. რა იგულისხმება სიტყვაში „ხარისხიანად“? ეს ნიშნავს კარგად ფლობდეთ საუბრის თემას, შეძლოთ გააცნოთ თქვენი თვალსაზრისი და ამასთან ერთად დარჩეთ სასიამოვნო მოსაუბრე. დღევანდელ სტატიაში ამის შესახებ ვისაუბრებთ.
- უსმინოთ და არ შეაწყვეტინოთ. ეს არის ერთდროულად ყველაზე მთავარი და ყველაზე რთული წესი. იტყვით - რა არის აქ რთული? მაგრამ როდესაც სულელი ან უცოდინარი ადამიანის მსხვერპლი ხდებით ბიზნეს საუბარში, რთულია თავის შეკავება.
- ჩაწვდეთ. მხოლოდ დუმილი საკმარისი არ არის, მოსმენა და ნათქვამის გააზრებაა საჭირო. ეს გაგხდით სასიამოვნო მოსაუბრედ. ამით დაანახებთ, რომ მოსაუბრე დიალოგში თანასწორია.
- პირდაპირ გამოთქვათ თქვენი ინტერესები. ყოველ ადამიანს დიალოგში გაჩნია თავისი მიზნები, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მიღებული არ არის, თითქმის არასდროს წარმოთქვავენ მათ ხმამაღლა. ხანდახან საჭიროა უბრალო საუბრიდან საქმიან დიალოგზე გადასვლა.
- მთავარი მთავარია. იყო კომფორტული მოსაუბრე - პირდაპირ საქმეზე გადადი. ხალხს ეშინია, რომ მათ მთავარ სათქმელს არასწორად გაიგებენ, თუ თავიდანვე, დაწვრილებით იტყვიან მათ შესახებ. შესაძლებელია, მაგრამ ეს მხოლოდ შესაძლებელია. მაგრამ იმის შანსი, რომ თქვენ უბრალოდ არ მოგისმენენ უფრო დიდია. აქედან გამომდინარე: სჯობს მთავარზე საუბარი, ნიუანსები მერე.
- ნუ აიმაღლებთ თავს მოსაუბრის ხარჯზე. თუ ადამიანი თავის კარგად გამოჩენას ცდილობს ამას გაგებით უნდა მივუდგეთ. სწორი იქნება, თუ გამოაჩენთ რომ ამ ადამიანზე მეტი არაფრით ხართ, არამედ ერთ დონეზე დგახართ. არ არის საჭირო სეჯიბრი და ერთმანეთის მიღწევების შედარება. იყო კარგი მოსაუბრე - არ შეუსწორო ადამიანს. მაგალითად, თუ მან ციტატა არასწორად თქვა.
- რეპეტიცია. თუ თქვენ ჩაიწერთ ძირითად დიალოგებს, რომელთა გამოყენება გიწევთ ყოველ დღე, შეძლებთ უკეთ გაიგოთ შეცდომები და შეასწოროთ ისინი უკეთესობისკენ. თანაც ასეთი რეპეტიციების შემდეგ გასაუბრებებზე უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს.