ეფექტური სარეკლამო აქციები: 6 იდეა პრაქტიკიდან
ნებისმიერი გაყიდვები იწყება აუდიტორიიდან: რაც ფართე, მით უკეთესი. ბევრი ხალხის დაინტერესება შესაძლებელია, თუ გააოცებთ მათ. არასტანდარტული რეკლამები, არასტანდარტული პერსონალი, არასტანდარტული ადგილი აქციისთვის - და აი უკვე რეკლამებს ნახულობენ ტატუებიდან, ხოლო დახლებთან დგანან ბაგა-ბაღის ბავშვები.
ორიგინალური რეკლამა სჭირდება ყველა კომპანიას, ჩვენ შევაგროვეთ 6 ეფექტური იდეა პრაქტიკიდან.
#1პრანკები სოციალური ქსელებისთვის
ხუმრობები ყოველთვის პოპულარულია და დიდ ყურადღებას იქცევს სოციალურ ქსელებში. რატომაც არ გამოვიყენოთ ეს რეკლამაში? ტიროლის სათხილამურო კურორტის ადმინისტრაციამ - ობერგურგლ გამოუშვა ვიდეო სხვადასხვა ხუმრობების, პრანკების კრებულით. იმისათვის, რომ ტურისტს შეეძლოს ამინდისა და სიტუაციის ნახვა მთაზე სასტუმროს გარეთ აყენია სამი კამერა და ერთ-ერთ მათგანზე გამოდის ხალხი სასაცილო კოსტუმებით.
შესაძლოა ნახოთ როგორ ჩამოდის კამპანია მთიდან, დივანზე მჯდომმა. ხალხი კუპალნიკებით თამაშობს ხელბურთს და ირუჯებიან. ერთ-ერთი „ხუმარებიდან“ ჩამოდის მთიდან გასაბერი ნავით, ხოლო მას უკან მოყვება ზვიგენი, რომლის თავი ცოტათი მოჩანს თოვლიდან. ინტერნეტ-აუდიტორია გაიყო ორად: ერთს უწოდებენ ვიდეო-დადგმულს და რეკლამურს, სხვები კი თვლიან ხუმრობად. მაგრამ ყველანი ავრცელებენ ვიდეს, რადგან მიიჩნევენ მას სასაცილოდ. ორი კვირის მანძილზე ვიდეომ 350 ათასი ნახვა ააგროვა და ევროპის პრესაშიც იყო მოხსენიებული.
#2 ბანკის ბარათზე მკითხაობა
იმისათვის რომ მიიზიდოს მოგზაურები, ВТБ 24-მა გამოიყენა დამთხვევა. ნებისმიერ გრძედსა და განედში 16 ციფრია - ისევე როგორც ბანკის ბარათის ნომერში. ВТБ 24-მა შექმა საიტი, სადაც შეგიძლიათ შეიყვანოთ ნებისმიერი ბანკის კარტის ნომერი.
პროგრამა გარდაქმნის ამ ციფრებს კოორდინატებად და შედეგად - აჩვენებს რუკაზე პლანეტის წერტილს, რომელიც „შეესაბამება“ ბარათის ნომერს. შედეგის გაზიარება სოციალურ ქსელებშია შესაძლებელი. პროექტის იდეა მდგომარეობს „მსოფლიო რუკის“ წინსვლაში - ბანკის კლიენტებისთვის, ვისაც მოგზაურობა უყვართ. თუ მოგზაურობისას ბარათით იხდიან ბონუსები ერიცხებათ.
#3 ტატუ ფლაერის ნაცვლად
იმისათვის რომ ხალხმა არ გაატაროს ინფორმაცია, ტაილანდის ტურისტურმა სააგენტომ გამოიგონა ფლაერები „სტიკერი-ტატუს“ სახით, რომლებზეც გამოხატულია ცხოველები. ფლაერებს არიგებდნენ ტურისტულ გამოფენაზე შანჰაიში, და მალე ეს ფლაერები გახდა პოპულარული ახალგაზრდებში. რაც მთავარია, მათი დასკანირება შეიძლებოდა სმარტფონით, ტაილანდის ვიდეოს სანახავად. ამ გამოფენის მერე ქვეყანაში 42%- ით მეტი ჩინელი ჩამოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ.
#4 მარკეტინგი ბავშვთა მუშაობის ხარჯზე
სანკტ-პეტერბურგში «Невский центр»- ის მეხუტე დაბადების დღეზე ჩაატარეს პრომოაქცია, მოიწვიეს სამსახურში თავისხელა თანამშრომლები: კლიენტებს ემსახურებოდნენ ხუთი წლის ბავშვები. მყიდველები უყურებდნენ ამას, როგორც ხუმრობას, თანაც პატარა თანამშრომლები ძალიან ცდილობდნენ. ასევე მათ ეცვათ უნიფორმა.
ეს გააკეთეს იმისთვის, რომ შეეხსენებინათ აუდიტორიისთვის, რომ ერთ კვირაში მასშტაბური დღესასწაული კომპლექსის დაბადების დღის გამო, რომელიც ჩატარდებოდა იმ სტილში, როგორშიც ეცვათ ბავშვებს. ვიდეო გაუშვეს სოციალურ ქსელში ერთი კვირით ადრე, ამიტომ მან მალევე შეაგროვა ნახევარი მილიონი ნახვა.
#5 ინტერაქტიული აქციები კლიენტებისთვის
თანამედროვე მოლების გამოყენება შეიძლება რეკლამური აქციებისთვის, რომლებიც უწინ მხოლოდ გარეთ იყო შესაძლებელი. ასე რომ ეკატერენბურგის მოლში ჩაატარეს აქცია ტელეარხის Visat Sport-ის დასახმარებლად - ბაიკ შოუს სტილში. შიგნით ყველაფერი ისე განათავსეს, რომ მოტოციკლებს შეეძლოთ გავლა. ცენტრში ისინი ხტებოდნენ 9 მეტრი სიმაღლის ტრამპლინიდან და ჩნდებოდნენ სხვა სართულზე. სპორტსმენებს უყურებდა 72 ათასიანი აუდიტორია, მასზე ლაპარაკობდნენ პრესაში და სოციალურ ქსელებში.
სამხრეთ კორეის მოლში გამოიყენეს ტრანსპორტის უფრო ძველი სახეობა. აქცია ჩაატარა ტანსაცმლის ბრენდმა ტურიზმისთვის North Face. მის მაღაზიაში კლიენტს სთავაზობდნენ მოეზომა ქურთუკი და და დამჯდარიყო პლასტიკურ მარხილში ძაღლებით შეჯიბრისთვის და შმდეგ დაეხურა ჩაფხუტი ვირტუალურ რეალობაში. ჩაფხუტში, სწორედ ეს სურათი წარმოდგებოდა.
სანამ კლიენტი იყო მუზარადში თანამშრომლები ნამდვილ ძაღლებს აბავდნენ და როდესაც იხსნიდა მას ძაღლები მართლაც ატარებდნენ მოლში, ძაღლებს თანამშრომლები აკონტროლებდნენ. ბოლოს მარხილი გადიოდა დაკიდებულ ქურთუკთან North Face-ის ბრენდის. მას ეწერა „აიღე“! თუ ასწრებდნენ მის აღებას ქურთუკი კლიენტის ხდებოდა.
#6 ცოცხალი ბილბორდი
ლონდონში ჩაატარეს აქცია „სიცოცხლის ბილბორდი“ ახალი ვიდეოთამაშის დასახარებლად. აქცია გაგრძელდა 24 საათი და ამ დროის მანძილზე ხალხი მთელი მსოფლიოან ადევნებდა მას თვალს ონლაინ-ტრანსლაციით. სწორედ ისინი აკონტროლებდნენ თამაშს.
მოთამაშეები იდგნენ ბილბორდზე და არჩევდნენ ამინდს. გადაადგილება შეუძლებელი იყო, მაშინ თამაში წაგებული გექნებოდათ, ხოლო იმ მოთამაშემ, რომელიც ბოლომდე იდგა მოიგო ტურისტული მგზავრობა.