რვა სტოპ-ფრაზა, რომელიც გამყიდველმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს
№1 „მე არ ვიცი“
შემცვლელი ფრაზა: „გთხოვთ ცოტა დამელოდოთ, სანამ დავაზუსტებ ინფორმაციას“, „მომეცით ერთი წუთი გასარკვევად“
№2 „ვერაფერს შეგპირდებით“
შემცვლელი ფრაზა: „ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე არის დამოკიდებული“
№3 „ვერ მიგიხვდით“
შემცვლელი ფრაზა: „დამიზუსტეთ, სწორად მიგიხვდით, რომ...?“
რატომ არ შეიძლება გამოყენება: გამყიდველი აჩენს თავის არაკომპიტენტურობას. კლიენტებს ნეგატიურად ესმით ეს ფრაზა და აღარ სურთ საუბრის გაგრძელება.
№4 „თქვენ ვერ გამიგეთ“
შემცვლელი ფრაზა: „მომეცით უფლება აგიხსნათ...“, „მომეცით უფლება გავიმეორო“
№5 “თქვენ არ ხართ მართალი“
შემცვლელი ფრაზა: „გეთანხმებით, ასეთი ვარიანტი არსებობს. თუმცა...“
რატომ არ შეიძლება გამოყენება: კლიენტი აღიქვამს ამ სიტყვებს უხეშად, რადგან თვლის რომ ერკვევა საუბრის საგანში. ამიტომ ეს ფრაზები მას გაამწარებს.
№6 „თქვენ უნდა“ „ვალდებული ხართ“ „თქვენთვის საჭიროა“
შემცვლელი ფრაზა: „იმისათვის რომ, მაქსიმალურად სწრაფად გადავჭრათ თქვენი პრობლემა, გთხოვთ...“, „გამეხარდება, თუ თქვენ...“
რატომ არ შეიძლება გამოყენება: არ მოსთხოვოთ არაფერი პოტენციონალურ კლიენტს. მომხმარებელს არ გააჩნია არანაირი ვალდებულება. ამიტომ ასეთი ფრაზები აღიზიანებენ მას.
№7 „დარწმუნებული ხართ, რომ...?“
შემცვლელი ფრაზა: ალტერნატივა არ არსებობს. უბრალოდ დაივიწყეთ ეს ფრაზა.
რატომ არ შეიძლება გამოყენება: ნუ გაუჩენთ კლიენტს ეჭვს, შეიძლება დაფიქრდეს იმ კომპანიაში დარეკა თუ არა?!..
№8 „სიცოცხლე გიგზავნი ხელშეკრულებას“
შემცვლელი ფრაზა: „გიგზავნით ხელშეკრულებას“
შემცვლელი ფრაზა: ფამილიარული სიტყვები გამოხატავენ არასერიოზულ დამოკიდებულებას კლიენტისადმი.