3 პარტიზანული ხრიკი, რომელსაც არ იყენებენ თქვენი კონკურენტები
შემოდგომისა და ზამთრის პერიოდი ითვლება აქციებისა და ფასდაკლებების დროდ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბიზნესის სპეციფიკაზე, კონკურენციაზე, ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციაზე. არსებობს მრავალი პარტიზანული ხრიკი. განვიხილოთ 3 კონკრეტული მაგალითი.
მაგალითი #1. ბუტიკის ტიპის მაღაზიამ, რომელიც ყიდის მამაკაცებისა და ქალის ტანსაცმელს აღმოაჩინა, რომ ყველას უნდა გამოიყურებოდეს ლამაზად, თუმცა პროცენტულად ხალხის უმეტესობას არ შეუძლიათ შეახამონ ფერები და შექმნან თავისი სტილი. ამისთვის პროფესიონალური სტილისტის დახმარებაა საჭირო. სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღაზიამ: შესთავაზა თავის მომხმარებელს პროფესიონალური სტილისტის მომსახურება სრულიად უფასოდ. ის ურჩევდა მსურველს ორ ახალ იმიჯს თავიდან ფეხებამდე. როდესაც კლიენტი ლამაზად გამოწყობილი ხედავდა თავის თავს სარკეში, მას უჩნდებოდა სურვილი ეყიდა ახლად შექმნილი იმიჯის ყველა აქსესუარი. გამოდის რომ მომხმარებელი მოდიოდა პერანგის საყიდლად, ხოლო იძენდა ახალ იმიჯს. ეს ზრდიდა ჩეკს 35%-ით. ბუტიკმა აჯობა კონკურენტებს და გამოაჩინა თავი არა როგორც მაღაზიამ, არამედ როგორც ადგილმა, სადაც სტილს შეიქმნი და პროფესიონალისგან დახმარებას მიიღებ.
მაგალითი #2. რესტორანს ჰქონდა მიზანი - გაეზარდა შეკვეთები და საშუალო ჩეკი. 20%-ზე მეტი ხალხი მოდიოდა ბავშვებით 8 წლამდე ასაკის. ისინი მოუსვენრები იყვნენ და მუდამ ხელს უშლიდნენ მშობლებს. გამოსავალი: ბავშვების ოთახი ძიძით. როდესაც კლიენტები მოდიოდნენ ბავშვი რჩებოდა ფსიქოლოგ ძიძასთან ერთად, რომელიც აკავებდა მათ სხვადასხვა გასართობებით, ხოლო დიდები უფრო მეტ დროს უთმობდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ: საშუალო ჩეკის ზრდა და ბევრი კლიენტი.
მაგალითი #3. კომპანია, რომელიც ბინებს არემონტებს. მიზანი - შეკვეტების მომატება ძვირი სარეკლამო კამპანიების გარეშე. დამკვეთ კომპანიას საიტიც კი არ ჰქონდა. გადაჭრის გზა: პარტნიორული გაყიდვები. შეარჩიეს დიდი ჰიპერმარკეტების ქსელები და DIY ტიპის მაღაზიები. ეს კომპანია ნაკლებად ცნობილი იყო და დაიწყეს კონსულტანტებთან ურთიერთობა. როგორც კი ადამიანი გაივლიდა მეტლახის, შპალერის ან სამზარეულოს ავეჯის განყოფილებაში, კონსულტანტი ეკითხებოდა მომხმარებელს, ჰქონდა თუ არა რემონტი სახლში. თუ კი, მაშინ აძლევდა ამ კომპანიის ფასდაკლების კუპონს. თან ეუბნებოდა ამ კუპონის დადებით მხარეებს. კონსულტანტი თავის საკომისიოს იღებდა ყოველი კლიენტისგან. ხოლო სერჩეული სავაჭრო ობიექტების ავტორიტეტი მუშაობდა, როგორც შვეიცარული საათი. იმასაც ვიტყვით, რომ დამკვეთი კომპანიის საშუალო ჩეკი გაიზარდა 35%-ით!
დარწმუნებული ვართ, რომ ეს პრაქტიკულიმაგალითები დაგეხმაროთ მოემზადოთ შემოდგომა-ზამთრის გაყიდვებისსეზონისთვის, რომელიც სულ მალე დადგება, დარაც მთავარია, საგრძნობლად გაზარდოთ თქვენი პერსონალური გაყიდვები!