ხელმძღვანელის 4 მავნე დამოკიდებულება, რომელიც უნდა მოიცილოთ

#1. ქედმაღლობა. მმართველი დარწმუნებულია, რომ მიეკუთვნება განსაკუთრებულ კასტას. მათ შორის იშვიათად ნახავთ მოკრძალებულ ხალხს, რომლებიც მიირთმევენ ჩვეულებრივ სამზარეულოში და არა ძვირად ღირებულ რესტორანში, რომელიც ხაზს უსმევს მათ „სიმაღლეს“. მოკლედ რომ ვთქვათ ქედმაღლობა ვერ აგრძნობინებს მსახურებს თავს კომფორტულად, ისე რომ პატივს სცემდნენ თავის თავს და კლიენტებს.

#2. უხეშობა. ბევრი მმართველი დარწმუნებულია, რომ ერთადერთი კარგი ხერხი რაიმე აუხსნა მსახურებს არის ყვირილი. პერსონალი, რომელსაც ეშინია ბოსის ვერასდროს იქნება კლიენტებზე ორიენტირებული.

#3. ემოციურობა. როდესაც ხდება კონფლიქტები მმართველის მოვალეობაა - სიტუაციაში გარკვევა. ამასთანავე არ არის საჭირო გაწითლება, ხელების ქნევა და ყვირილი „როგორ გააკეთეთ ეს?!“, „თავში ტვინი გაქვთ?!“ და ა.შ. რაც ნაკლები ემოცია და მეთი ქმედება, მით უკეთესი ყველასთვის. რა თქმა უნდა დამნაშავეები უნდა მიხვდნენ დანაშაულს. მაგრამ ზედმეტი ემოციები ხელს უშლიან აზროვნებას და საპასუხოდ იწვევენ ისეთ ემოციებს, როგორიცაა - შიში, წყენა, გაბრაზება.

#4. ბრალდების „დელეგაცია“. მმართველებს ძალიან არ უყვართ დამნაშავედ ყოფნა.(მათ ისევე, როგორც ყველას არ უყვართ დასჯა). ამიტომ ნებისმიერ შეცდომაში ნიშნავენ დამნაშავეს. დაიმახსოვრეთ - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დააშავა, მთავარია - როგორ გამოასწოროთ.