3 გზა გახდე ოპტიმისტი და წარუმატებლობის შემთხვევაში სწრაფად ჩადგე მწყობრში

ნაბიჯი 1. მოიშორეთ ცუდი აზრები, ეცადეთ სხვა რამეზე იფიქროთ

ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ ეფექტური გზა შეწყვიტოთ ნეგატიური აზრების დინება - ტაში დაუკრათ და თქვათ „სტოპ!!“. ზოგიერთები იყენებენ ხმამაღალ ზარს, სხვები ატარებენ რეზინას მაჯაზე, რომლითაც ცოტათი იტკენენ ხოლმე ხელს, რათა შეაჩერონ აზრები. მალევე გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე. მაგალითად, აიღეთ რომელიმე პატარა ნივთი და დააკვირდით მის ყველა წვრილმანს რაღაც პერიოდი. კიდევ ერთი კარგი ხერხი. თუ რამე ცუდი მოხდა, დააფიქსირეთ დრო, როდის დაფიქრდებით ამაზე. მაგალითად, უთხარით თქვენ თავს: „სტოპ!“ მე დავფიქრდები ამაზე საღამოს 6-დან 7-მდე“.

ნაბიჯი 2. შეედავეთ თქვენს პესიმისტურ აზრებს, მოიყვანეთ არგუმენტები

ყველაზე დამარწმუნებელი გზა ნეგატიური აზრების შესაპასუხებლად - დაამტკიცეთ, რომ ისინი მცდარია. ზუსტად დამტკიცება, რეალური არგუმენტებით, და არა თქვენთვის ჩუმად პოზიტიური ფრაზების გამეორება. პრაქტიკისთვის არ უნდა დაელოდოთ რაიმე ცუდს. სთხოვეთ მეგობარს თქვენი გაკრიტიკება, ხოლო თქვენ არგუმენტებით უარყავით მისი დამტკიცებები, ხმამაღლა. ამ ვარჯიშს ჰქვია „ხმის პროექცია“.

ნაბიჯი 3. თქვენ პესიმისტურ განცყობას მოუძებნეთ ალტერნატიული ახსნა-განმარტება

ნებისმიერ მოვლენას რომელიც დაგემართათ მართავს არა ერთი მიზეზი, არამედ რამდენიმე. პესიმისტები ჩვეულებრივ ირჩევენ ყველაზე ცუდს. შეეწინააღმდეგეთ საკუთარ მტკიცებულებებს, გააანალიზეთ ყველა შესაძლო მიზეზი. მოახდინეთ კონცენტრაცია იმათზე, რომელთა შეცვლაც შეგიძლიათ. მაგალითად: „მე საკმარისად არ ვცდილობდი“, „ეს სამსახური ისედაც არ მომწონდა“, „დირექტორი არასამართლიანად მექცეოდა“. თქვენი მიზანი - უარი თქვათ ნეგატიურ ჩვევებზე და ისწავლოთ ალტერნატივების პოვნა.

ხშირად ნეგატიური ინფორმაცია გაზვიადებულია. არ მისცეთ მას უფლება გააკონტროლოს თქვენი ემოციები.